ვიდეო რესურსი

ტრენინგები და ანგარიშები

ტრენინგი  -   განათლების თანამედროვე ტენდენციები 


















ტრენინგის  წერილობითი ანგარიში

ტრენინგი  -   განათლების თანამედროვე ტენდენციები 
ჩამტარებელი ორგანიზაცია:   კინგსიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა.  ქ. თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
 14 თებერვალი 2015 წელი. ჯამში 2 საათი
ტრენინგიმიზანი - მსმენელები გაეცნობიან  თემებს მასწავლებლის როლი
 მოსწავლის მოტივაციურ პროცესებზე და „ეფექტური უკუკავშირი“. 
    მოსალოდნელშედეგები - მსმენელები გაკვეთილის დაგეგმვისას გამოიყენებენ
 ტრენინგზე მიღებულ ცოდნას .
   ტერნინგზე განხილული იყო  მოტივაციის როლი მოსწავლის მიერ 
 სასწავლო ასალის ათვისების საკითხში. მასწავლებლის როლი მოსწავლის 
მოტივაციის ამაღლებაში, ასევევ უკუკავშირის როლი და დანიშნულება ეფექტური
 სასწავლო გარემოს შექმნასა და ჩამოყალიბებაში.

მასწავლებლებისთვის ილიაუნის განათლების სკოლის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა
 სოფიოლობჟანიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა
პროფესორმა, ფსიქოლოგმა მაია წერეთელმა, წაიკითხეს სემინარები
თემებზე „მასწავლებლის როლი მოსწავლის მოტივაციურ პროცესებზე და 
ეფექტური უკუკავშირი“. სემინარებზედამსწრე ყველა მასწავლებელს  
გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

ხელმოწერა:                                                       ნ. ჭუმბურიძე

თარიღი:   16.02.2015 წელი








სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიები




ტრენინგის  წერილობითი ანგარიში

ტრენინგი  -   სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიები
ჩამტარებელი ორგანიზაცია:   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა.  ქ. თბილისის  № 61   საჯარო სკოლა. 05.04.2014,  06.04.2014, 
  12.04.2014,   13.04.2014     4 დღე, დღეში 5 საათი, ჯამში 20 საათი
    ტრენინგიმიზანი - მსმენელები გაეცნობიან სწავლებისა და შეფასების სხვადასხვა სტრატეგიას, რათა 
შეძლონ მათი ეფექტური გამოყენება სასწავლო კონტექსტის შესაბამისად;
    მოსალოდნელშედეგები - მსმენელები გაკვეთილის დაგეგმვისას ადეკვატურად
 გამოიყენებენ  სწავლების სტრატეგიებს,რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა უნარის 
განვითარებაში; გამოიყენებენ შეფასების ეფექტიან საშუალებებს როგორც მოსწავლეთა შედეგების
 შემოწმების, ისე გაკვეთილის შეფასებისათვის.
            ტერნინგზე განხილული იყო სასწავლო პროცესის ეფექტური მიმდირაეობისთვის მნიშვნელოვანი
 რამდენიმე საკითხი, მათ შორის : -
v  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ესგ-ის მოთხოვნების გათვალისწინება სასწავლო პროცესის
 დაგეგმვისას;
v  სხვადასხვა სააზროვნო უნარის (მეტაკოგნიტური, ტრანსფერის, შემოქმედებითი, კრიტიკული, 
ანალიტიკური და სხვ.) განვითარების ეფექტური სტრატეგიები;
v შეფასების მეთოდები,  შეფასების სქემებისა და რუბრიკების  შექმნა.

1 დღე: -  
პირველი სესია:
    განათლების პრიორიტეტული მიზნების დადგენა;
    ეფექტურ სტრატეგიათა ანალიზი და მათი გამოყენების შესაძლებლობების გააზრება.
მეორე სესია:
სტრატეგიათა გამოყენებით მინი გაკვეთილების დაგეგმვა
2  დღე: -  
პირველი სესია: 
    კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების
 დემონსტრირება და ანალიზი.
მეორე სესია:
    მსმენელები გააცნობიერებენ, რომ სრულყოფილი აზროვნების პროცესის დროს საჭიროა სხვადასხვა
 ტიპის აზროვნების აქტივაცია.
3 დღე: -
პირველი სესია:
     საშინაო დავალებების გაანალიზება;
     სხვადასხვა უნარის გამოვლენის მაჩვენებლების დადგენა.
მეორე სესია:
    უნარების გამოვლენის მაჩვენებლებსა და შეფასების მეთოდებს შორის ურთიერთმიმართების დადგენა;
    გამოყენებული სტრატეგიებისას მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმების შემუშავება;
     გამოყენებული სტრატეგიების შეფასების ადეკვატური მეთოდების დადგენა.
4 დღე : -
    სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებისას მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების შექმნა;
    განმავითარებელი კომენტარი.

                 ტრენინგის მსვლელობისას მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ზერდაპირალ არსებული 
ცოდნა გავიღრმავე, რამაც საშუალება მომცა,   ის რაც მხოლოდ თეორიულად ვიცოდი სასწავლო პროცესში
 განმეხორციელებინა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე რამდენიმე სტრატეგიის შესწავლა გააზრება და 
ტრენინგზევე პრაქტიკულად განხორციელება, როდესაც ჩვენ, პედაგოგები ვიყავით მოსწავლის როლში და 
მათი თვალით ვაფასებდი  სასწავლო პროცესს, ვფიქრობ ამ სტრატეგიების გამოყენება სასწავლო პროცესს
 გაცილებით სასიამოვნოს, მრავალფეროვანსა და ეფექტურს გახდის როგორც ჩემი მოსწავლეებისათვის, ისე 
ჩემთვის. მართალია ყველა სტრატეგია თუ მეთოდი უნაკლოდ არ ერგება ყველა კლასსა და სიტუაციას,
 მეტ-ნაკლებად ახლავს მათ სხვადასხვა საფრთხე, თუმცა ტრენინგზე მიღებულმა გამოცდილებამ დამანახა,
 რომ მასწავლებელი არ უნდა უფრთხოდეს ასეთ გამოწვევებს, პირიქით, უნდა ატარებდეს ექსპერიმენტებს
 და სხვადასხვა მეთოდის გარკვეული მოდიფიცირების შედეგად არგებდეს მათ მოსწავლეთა საჭიროებებს.
                     უახლოეს მომავალში მოვიწვევ კათედრის სხდომას, და გავაცნობ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს
 ჩემს თანამშრომლებს, მათთან  ერთად განვიხილავ თითოეული მეთოდისა თუ სტრატეგიის 
 მნიშვნელობას მოსწავლეთა განვითარებისათვის.
ხელმოწერა:                                                       ნ. ჭუმბურიძე

თარიღი:   15. 04. 2014   წელი























ტრენინგის  წერილობითი ანგარიში

ტრენინგი  -   სწავლების მეთოდიკა
ჩამტარებელი ორგანიზაცია:   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 
ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა.  ქ. თბილისი, 24 საჯარო სკოლა.
19-20 ოქტობერი. 2013 წელი. 2 დღე. ჯამში 10  საკონტაქტო საათი
    ტრენინგიმიზანი - მსმენელები გაეცნობიან სახვითი და გამოყენებითი
 ხელოვნების სწავლების სპეციფიკა;გაკვეთილის გეგმის შედგენისა და თემატური 
გეგმის შედგენის ხერხებს. სწავლების შედეგების ანალიზსა და სასწავლო 
პროცესის დაგეგმვა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით; 
სწავლების თანამედროვე მიდგომების, სტრატეგიების, მეთოდების, გზებისა
 და საშუალებების ცოდნა/გამოყენება; მოსწავლის შეფასება;  შეფასების მიზნები,
 საგანი, ტიპები და მეთოდები; მასწავლებლის საქმიანობის შეფასება.
 საკითხის/პრობლემის ჯგუფური დამუშავება, ანალიზი და პრეზენტაცია, 
 პრაქტიკული სავარჯიშოები, სასწავლო პროექტები, სახვითი და გამოყენებითი
 ხელოვნების ნაწარმოებების ანალიზი, პრაქტიკული სამუშაოს შესრულება 
სხვადასხვა ტექნიკისა და მხატვრული მეთოდის გამოყენებით, მათ შორის 
კოლაჟის ტექნიკაც.
    მოსალოდნელშედეგები - მსმენელები გაკვეთილის დაგეგმვისას გამოიყენებენ 
ტრენინგზე მიღებულ ცოდნას, ასევე  ადეკვატურად გამოიყენებენ  სწავლების
 სტრატეგიებს,რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა უნარის 
განვითარებაში; გამოიყენებენ შეფასების ეფექტიან საშუალებებს როგორც 
 მოსწავლეთა შედეგების შემოწმების, ისე გაკვეთილის შეფასებისათვის.
სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 
მასწავლებლის დახმარებას, რათა მან შეძლოს მრავალფეროვანი ინფორმაციის
 საფუძველზე სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა ყველაზე 
ოპტიმალური აქტივობებით და საგნობრივი პროგრამით (სტანდარტით)
 განსაზღვრული შედეგების მიღწევა.
     
                ტერნინგზე განხილული იყო  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
 სწავლების სპეციფიკა; სწავლების შედეგების ანალიზისა და სასწავლო 
პროცესის დაგეგმვას ანალიზის შედეგების გათვალისწინებით; 
სწავლების თანამედროვე მიდგომების, სტრატეგიების, მეთოდების, 
გზებისა და საშუალებების გამოყენების ეფექტური ხერხები. ჩატარდა 
იმიტირებული გაკვეთილების კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი; 
მასწავლებლებმა მოახდინეს მოსწავლის შეფასება, ას შემდეგ რაც განიხილეს
 შეფასების მიზნები, საგანი, ტიპები და მეთოდები; ხდებოდა
საკითხის/პრობლემის ჯგუფური დამუშავება, ანალიზი და პრეზენტაცია. 
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებების ანალიზი, პრაქტიკული 
 სამუშაოს შესრულება სხვადასხვა ტექნიკისა და მხატვრული მეთოდის 
გამოყენებით. შევასრულეთ რადენიმე ჯგუფური და ინდივიდუალური
 საუშაო, მათ შორი განსაკუთრებით აღსანიშნავია კოლაჟის ტექნიკით 
მუშაობა, რაც მეტად სახალისო და სასიამოვნო იყო.


                 ტრენინგის მსვლელობისას მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი,
 რომ არსებული ცოდნის გაღრავებასთან ერთად, გავეცანი ახალ საკითხებსა
 და ახალ ტერმინებს, სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს. შევასრულეთ 
რადენიმე ჯგუფური და ინდივიდუალური საუშაო, მათ შორი განსაკუთრებით 
აღსანიშნავია კოლაჟის ტექნიკით მუშაობა, რაც მეტად სახალისო და სასიამოვნო იყო.
ხელმოწერა:                                                       ნ. ჭუმბურიძე

თარიღი:   19-20 ოქტომბერი 2013 წელი















ტრენინგის  წერილობითი ანგარიში

ტრენინგი  მსოფლიო ხელოვნების ისტორია
ჩამტარებელი ორგანიზაცია:   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა.  ქ. თბილისი, მასწავლებლის სახლი.
 ჯამში 30 საკონტაქტო საათი
    ტრენინგიმიზანი - მსმენელები გაეცნობიან  მსოფლიო ხელოვნების 
ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების ქრონოლოგიური განხილვა-გაანალიზება მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით; მოხდება ხელოვნების სხვადასხვა 
ეპოქის ხელოვნების გაცნობა/შეხსენება ამა თუ იმ ნამუშევრების აღწერა ანალიზის მაგალითზე; სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ძირითადი დარგების 
დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების ამოცნობა,
    მოსალოდნელი შედეგები - სატრენინგო კურსი მსოფლიო ხელოვნების 
ისტორიაში მიზნად ისახავს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის დახმარებას, რათა მან შეძლოს მრავალფეროვანი ინფორმაციის საფუძველზე
 სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა ყველაზე ოპტიმალური
 აქტივობებით და საგნობრივი პროგრამით (სტანდარტით) განსაზღვრული
 შედეგების მიღწევა.
            ტერნინგზე განხილული იყო  მსოფლიო ხელოვნების ისტორიის 
მნიშვნელოვანი ეტაპები, სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ძირითადი დარგების დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების ამოცნობისათვის საჭირო 
თავისებურებები და მახასიათებლები. სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობების წარმომადგენელთა ბიოგრაფიული მონაცემებიდა მათი შემოქმედების
 მნიშვნელოვანი მახასიათებლები.

                 ტრენინგის მსვლელობისას მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ 
არსებული ცოდნის გაღრავებასთან ერთად, გავეცანი ახალ თეორიულ
 მასალას, ხელოვნების მხატვრული მიმდინარეობების ამოცნობა და მისი
 მხატვრული ანალიზი შევისწავლე, კოლეგებს ძალიან მოსწონდათ ჩემს მიერ
 დაწერილი ანალიზი, ტრენინგის შექება კი ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის. ქალბატონი თამარი იყენებდა მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს, 
რაც ახალი ცოდნის ათვისებასთან ერთად, საშუალებას მაძლევდა სასწავლო 
პროცესში თანამედროვე სასწავლო მეთოდები და სტრატეგიები პრაქტიკულად დამენერგა.
    
ხელმოწერა:                                                       ნ. ჭუმბურიძე

თარიღი:   20.07. 2014   წელი










































ტრენინგის  წერილობითი ანგარიში

ტრენინგი  -   სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ჩამტარებელი ორგანიზაცია:   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
 ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა.  ქ. თბილისის  მასწავლებლის სახლი.
 ჯამში 24 საკონტაქტო საათი
    ტრენინგიმიზანი - მსმენელები გაეცნობიან  სახვითი და გამოყენებითი
 ხელოვნების ცნებებსა და ტერმინებ; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
 ელემენტებისა და პრინციპების გამოყენება ნამუშევრის შექმნისას; მოახდენენ
სახვითი ხელოვნების დარგებისა და ჟანრების განხილვა; ნამუშევრის
 ანალიზსა და ინტერპრეტაცია; სასწავლო პროცესის დაგეგმვა
გაკვეთილის/თემის დაგეგმვა. გაეცნობიან შეფასების სისტემა.
    მოსალოდნელშედეგები - მსმენელები გაკვეთილის დაგეგმვისას
 ადეკვატურად გამოიყენებენ  სწავლების სტრატეგიებს,რომლებიც დაეხმარება
 მოსწავლეებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში; გამოიყენებენ შეფასების
 ეფექტიან საშუალებებს როგორც მოსწავლეთა შედეგების შემოწმების,
 ისე გაკვეთილის შეფასებისათვის.
            ტერნინგზე განხილული იყო სასწავლო პროცესის ეფექტური
 მიმდირაეობისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი, მათ შორის : -
 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცნებები და ტერმინები;
 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების
 გამოყენება ნამუშევრის შექმნისას;
 სახვითი ხელოვნების დარგებისა და ჟანრების განხილვა;
ნამუშევრის ანალიზი და ინტერპრეტაცია;
სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
 გაკვეთილის/თემის დაგეგმვა.
შეფასების სისტემა.
                 ტრენინგის მსვლელობისას მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, 
რომ  არსებული ცოდნა  გავიღრმავე და გავეცანი ინტერნეტ საიტებს, სადაც
 ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა დავხატოთ ესა თუ ის საგანი, რაც
 მნიშვნელოვანი იქნება ჩემი მოსწავლეებისთვის და საშუალებას მომცემს 
სასწავლო პროცესში ეფექტურად ჩავრთო ინფორმაციული
 ტექნოლოგიები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ქალბატონი ბუბა, 
ბრძანდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ეროვნული გეგმის ერთ-ერთი 
ავტორ შემდგენელი, არაჩვეულებრივად ფლობს ეროვნული სასწავლო 
გეგმის თითოეულ კომპონენტსა თუ ინდიკატორს, რის შედეგადაც ჩვენ, 
ტრენინგის მსმენელებმა, ძირფესვიანად შევისწავლეთ ეს საკითხი.

ხელმოწერა:                                                       ნ. ჭუმბურიძე

თარიღი:  2014 წელი





ტრენინგის  წერილობითი ანგარიში


ტრენინგი  -   სწავლების მეთოდიკა
ჩამტარებელი ორგანიზაცია:   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
 ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა.  ქ. თბილისი, მასწავლებლის სახლი. 
2 დღე. ჯამში 12 საკონტაქტო საათი
    ტრენინგიმიზანი - მსმენელები გაეცნობიან სახვითი და გამოყენებითი 
ხელოვნების სწავლების სპეციფიკა; სწავლების შედეგების ანალიზსა და 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით;
 სწავლების თანამედროვე მიდგომების, სტრატეგიების, მეთოდების, გზებისა
 და საშუალებების ცოდნა/გამოყენება; იმიტირებული გაკვეთილების 
კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი; მოსწავლის შეფასება;  შეფასების მიზნები, 
საგანი, ტიპები და მეთოდები; მასწავლებლის საქმიანობის შეფასება.
 საკითხის/პრობლემის ჯგუფური დამუშავება, ანალიზი და პრეზენტაცია, 
 პრაქტიკული სავარჯიშოები, სასწავლო პროექტები, სახვითი და 
გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებების ანალიზი, პრაქტიკული სამუშაოს
 შესრულება სხვადასხვა ტექნიკისა და მხატვრული მეთოდის გამოყენებით.
    მოსალოდნელშედეგები - მსმენელები გაკვეთილის დაგეგმვისას 
გამოიყენებენ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას, ასევე  ადეკვატურად
 გამოიყენებენ  სწავლების სტრატეგიებს,რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს
 სხვადასხვა უნარის განვითარებაში; გამოიყენებენ შეფასების ეფექტიან
 საშუალებებს როგორც მოსწავლეთა შედეგების შემოწმების, ისე გაკვეთილის
 შეფასებისათვის. სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს სახვითი და 
გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის დახმარებას, რათა მან შეძლოს
 მრავალფეროვანი ინფორმაციის საფუძველზე სასწავლო პროცესის
 ეფექტურად წარმართვა ყველაზე ოპტიმალური აქტივობებით და 
საგნობრივი პროგრამით (სტანდარტით) განსაზღვრული შედეგების მიღწევა.
     
                ტერნინგზე განხილული იყო  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
 სწავლების სპეციფიკა; სწავლების შედეგების ანალიზისა და სასწავლო 
პროცესის დაგეგმვას ანალიზის შედეგების გათვალისწინებით;
 სწავლების თანამედროვე მიდგომების, სტრატეგიების, მეთოდების,
 გზებისა და საშუალებების გამოყენების ეფექტური ხერხები. ჩატარდა
იმიტირებული გაკვეთილების კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი; 
მასწავლებლებმა მოახდინეს მოსწავლის შეფასება, ას შემდეგ რაც განიხილეს  
შეფასების მიზნები, საგანი, ტიპები და მეთოდები; ხდებოდა 
საკითხის/პრობლემის ჯგუფური დამუშავება, ანალიზი და პრეზენტაცია.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებების ანალიზი, პრაქტიკული
 სამუშაოს შესრულება სხვადასხვა ტექნიკისა და მხატვრული მეთოდის გამოყენებით.


                 ტრენინგის მსვლელობისას მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ 
არსებული ცოდნის გაღრავებასთან ერთად, გავეცანი ახალ საკითხებსა და ახალ
 ტერმინებს, სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს. მართალია პროფესიული
 უნარების გამოცდა უკვე ჩაბარებული მქონდა და ტრენინგზე განხილული
 მეთოდების ნაწილი თეორიულად შესწავლილი მქონდა, მაგრა ეხლა ამ 
მეთოდებისა და სტრატეგიების პრაქტიკული განხორციელება და გაკვეთილების
 იმიტაცია მოვახდინეთ, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა ჩემი თვითშეფასება და
 ეხლა უკვე შევძლებ დავარღვიო სტერეოტიპები და მუდმივი რუტინის ნაცვლად
 ჩემი გაკვეთილები მრავალფეროვანი თანამედროვე მეთოდებით სახალისო გავხადო.

ხელმოწერა:                                                       ნ. ჭუმბურიძე

თარიღი:   2014 წელი

žჩართულობის ყველაზე მაღალი ხარისხი და დამახსოვრების პროცენტი ინტერაქტიურ  მეთოდიკას უკავშირდება.



ტრენინგის  წერილობითი ანგარიში

ტრენინგი  -   ქართული ხელოვნება
ჩამტარებელი ორგანიზაცია:   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 
ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა.  ქ. თბილისი, მასწავლებლის სახლი.
28.06.2014.  29.06.2014,  30.06.2014,   01.07.2014,   02.07.2014  03.07.2014   6 დღე, დღეში 
4 საათი, ჯამში 24 საათი
    ტრენინგიმიზანი - მსმენელები გაეცნობიან ქართული ხელოვნების
 მნიშვნელოვან ძეგლებს, ანტიკური ხანის ქართულ ხელოვნება; ქართულ
 ქრისტიანულ ხელოვნება; XIX-XX საუკენეების ქართულ სახვით 
ხელოვნება; ახალ და თანამედროვე ხელოვნება; თეატრის მხატვრებსა და
 ქართველ მოქანდაკეებს.
    მოსალოდნელშედეგები - მსმენელები გაკვეთილის დაგეგმვისას 
გამოიყენებენ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას, რათა მოსწავლეებს ძირფესვიანად 
შეასწავლოს ქართული ხელოვნების თავისებურებანი.
            ტერნინგზე განხილული იყო  ქართული ხელოვნების უძველესი 
ნიმუშები და ნაგებობანი; ანტიკური ხანის ქართული ხელოვნება; 
ქართული ქრისტიანული ხელოვნება; ბაზილიკა; ტეტრაკონქი; გუმბათოვანი 
ტაძრები; მცხეთის ჯვარი და ჯვრის ტიპის ძეგლები; ქართული კათედრალები;
 VI-XVIსს. ქართული რელიეფი; ქართული მოზაიკური მხატვრობა;
 შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობა; ქართული ჭედური
 ხელოვნების განვითარების ეტაპები; ქართული ოქრომჭედლობა; 
XIX-XX საუკენეების ქართული სახვითი ხელოვნება; ახალი და თანამედროვე
 ხელოვნება; თეატრის მხატვრები; მოქანდაკეები
1 დღე: -  
ქართული ხელოვნების უძველესი ნიმუშები და ნაგებობანი;
ანტიკური ხანის ქართული ხელოვნება;

2  დღე: -  
ქართული ქრისტიანული ხელოვნება; ბაზილიკა; ტეტრაკონქი; გუმბათოვანი 
 ტაძრები; მცხეთის ჯვარი და ჯვრის ტიპის ძეგლები;
3 დღე: -
ქართული კათედრალები; VI-XVIსს. ქართული რელიეფი; ქართული მოზაიკური
 მხატვრობა;
4 დღე : -
შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობა;
ძველი ქართული ხელნაწერი წიგნი
5 დღე : -
ქართული ჭედური ხელოვნების განვითარების ეტაპები; ქართული 
ოქრომჭედლობა;
6 დღე : -
XIX-XX საუკენეების ქართული სახვითი ხელოვნება; ახალი და თანამედროვე 
 ხელოვნება; თეატრის მხატვრები; მოქანდაკეები


                 ტრენინგის მსვლელობისას მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, 
რომ არსებული ცოდნის გაღრავებასთან ერთად, გავეცანი ახალ საკითხებსა
 და ახალ ტერმინებს, როგორიც არის მაგ: ციკლოპური ციხე, რაც დუღაბის 
გარეშე ნაშენებ ციხეს ეწოდება.ასევე გავიგე, რომ ბოლნისის ეკლესია,
 რომელიც გარეგნულად 3 ნავიანი ბაზილიკის ტიპს გვავონებს, სინამდვილეში 
ორქანობა გადახურვის ქვეშ მალავს სამივე ნავს, ხოლო გვერდითი ნავების 
ეფექტის მქონე ნაწილები გალერეას წარმოადგენს. გავეცანი თანამედროვე 
ქართველ მხატვრებს, რომელთა ბიოგრაფიასა და შემოქედების ანალიზს 
ნაკლები ადგილი ეთმობა ჩვენს სასკოლო სახელმძღვანელოებში, ამიტომ
 მე შევეცდები დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო მოსწავლეებს მათ შესახებ.        
მე ჩემი კათედრის წევრთან ერთად ვესწრებოდი აღნიშნულ ტრენინგს, 
რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რომ შედგეს თანამშრომლობა,
 ართლაც ტრენინგის შემდეგ ჩვენ ერთობლივად დავგეგმეთ ინტეგრირებული
 პროექტი, როლის ჩატარების იდეა ტრენინგზე დაგვებადა როცა ქართულ
 კლდეში ნაკვეთ ქალაქებსა და მონასტრებს განვიხილავდით. მე იმედს
 ვიტოვებ ეს პროექტი მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარ-ჩვევებს შესძენს ჩვენს
 მოსწავლეებს.             
ხელმოწერა:                                                       ნ. ჭუმბურიძე

თარიღი:   20.07. 2014   წელი






No comments:

Post a Comment