ბუნების წიაღზედ
3 ე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე თემის „მწვანე პლანეტა“ და „გაზაფხული - სილამაზის გამარჯვება“ ფარგლებში შეისწავლეს სხვადასხვა ტექსტი და იმსჯელეს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
როგორ უნდა ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიული თანხმობით;
რა ემუქრება ადამიანს, თუ არ მოუფრთხილდება ბუნებას;
როგორ ვისწავლოთ ბუნების სიყვარული;
რა შეგვიძლია გავაკეთოთ გარემოს დასაცავად;
რა მნიშვნელობა აქვს ეკოსისტემის დაცვას პლანეტის ბინადრებისათვის...
თემის ფარგლებში შესწავლილი ტექსტების („ბუნების წიაღზე“ (ვაჟა-ფშაველა), „ბალახის სიმღერა“ (გუგული ტოგონიძე), „გაზაფხული“ (ვაჟა-ფშაველა), „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (ვაჟა-ფშაველა), „შაშვი“ (შიო მღვიმელი), „ვის მოჰყავს გაზაფხული (მერი ბოლქვაძე)... ) გამოყენებით, ერთობლივად შექმნილი სცენარით, წარმოადგინეს სპექტაკლი: „ბუნების წიაღზე“.
აღნიშნული პროექტი ემსახურებოდა მოსწავლეებში თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
No comments:
Post a Comment